| Item type | Current library | Call number | Copy number | Status | Date due | Barcode | |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| პოსტერი და აფიშა | საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკა | P199 | Available | 2023-0841 |
გადაღებულია ვალეტაში (მალტა); 1980 წელს მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩატარდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც საბჭოთა კავშირის გუნდი მთლიანად ქართველებით იყო დაკომპლექტებული; მარცხნიდან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი
ნონა ტერენტის ასული გაფრინდაშვილი – ქართველი მოჭადრაკე, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964), მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), ქალთა შორის პირველი დიდოსტატი (1976), პირველ დიდოსტატი ქალი მამაკაცთა შორის (1978), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002); მაია გრიგოლის ასული ჩიბურდანიძე – ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი, დიდოსტატი ქალთა შორის (1984), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1978); ნანა გიორგის ასული ალექსანდრია – ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის (1976), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971); ნანა მიხეილის ასული იოსელიანი – ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის, საერთაშორისო ოსტატი (1993), ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1980, 1982, 1992, 1994, 1996), ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის, 2003 წლიდან აღარ იღებს მონაწილეობას ოფიციალურ ტურნირებში.
There are no comments on this title.